ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე საოკუპაციო ხაზთან მოწყობილი ვაქცინაციის ახალი ცენტრის მუშაობას გაეცნო

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაური საოკუპაციო ხაზთან მოწყობილი ვაქცინაციის ახალი ცენტრის მუშაობას გაეცნო.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფახულანში საოკუპაციო ხაზთან არსებული საზაფხულო სამედიცინო კარავი, სადაც ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსული მოქალაქეების სწრაფი ტესტირება მიმდინარეობდა ზამთრისთვის შესაბამისად მოწყობილი სამედიცინო კონტეინერით ჩანაცვლდა.

“სამედიცინო პუნქტში ტესტირებასთან ერთად COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციაცაა შესაძლებელია.

ცენტრის მუშაობას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაური და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნენ.

სოფელ ფახულანში საოკუპაციო ხაზთან ვაქცინაციზაციისა და ტესტირების პუნქტის განთავსება ჯანდაცვის სამინისტროსა და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ჩართულობით განხორციელდა”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები