ფოთში 17 წლის ბიჭის ცხედარი იპოვეს

ფოთში, კუძულის უბნის სანაპირო ზოლზე, 17 წლის ბიჭი დაიხრჩო. როგორც „კვირას“ ბათუმის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა მამუკა თურმანიძემ განუცხადა, სანაპიროს დაცვის მყვინთავებმა 17 წლის ბიჭის ცხედარი ორი საათის წინ იპოვეს. თურმანიძის განცხადებით, გარდაცვლილი ფოთის პროზექტურაშია გადასვენებული. შემთხვევა დღეს დილით 10 საათზე მოხდა.
„ დაახლოებით 10 საათისთვის შემოვიდა შეტყობინება აღნიშნულთან დაკავშირებით. 17 წლის ბიჭი სანაპიროს დაცვის მყვინთავებმა იპოვეს. ის ფოთის პროზექტურაშია გადაყვანილი“ -, განუცხადა „კვირას“ მამუკა თურმანიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები