ოზურგეთში 4 ადამიანი ბუნებრივი აირით მოიწამლა

ოზურგეთში, ანასეულის უბანში ბუნებრივი აირით ოთხი ადამიანი მოიწამლა. ისინი კლინიკა “მედალფაში” არიან გადაყვანილები. ექიმის განცხადებით, ქალბატონები რეანიმაციულ განყოფილებაში არიან მოთავსებულნი, ხოლო მცირეწლოვნი ბავშვი პედიატრიულ განყოფილებაში მკურნალობს, მას ინტენსიური თერაპია არ დასჭირვებია.

,,მედალფაში,, მოთავსებული მოქალაქეები ოზურგეთის მერის მოადგილემ გიორგი ღურჯუმელიძემ ცოტა ხნის წინ მოინახულა.

„ სამედიცინო დახმარება დროულად იქნა გაწეული და შესაბამისად, პაციენტების მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია“, – აღნიშნა გიორგი ღურჯუმელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები