ტყიბულში, მიწის მასის ქვეშ მოყოლილი მამაკაცის ცხედარი მაშველებმა ამოიყვანეს

ტყიბულში, ქვანახშირის ღია მოპოვების კარიერზე, მიწის მასის ქვეშ მოყოლილი მამაკაცის ცხედარი მაშველებმა ამოიყვანეს.

ცხედარი ქუთაისში პროზექტურაშია გადასვენებული.

ტყიბულში, შახტაში მიწის მასის ქვეს 2 ადამიანი იყო მოყოლილი. ერთერთი მათგანი რამდენიმე საათის წინ ამოიყვანეს და კლინიკაში გადაიყვანეს.

შემთხვევის ადგილზე მუშაობდნენ იმერეთის მთავარი სამმართველოს და განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციების რეაგირების მთავარი სამმართველოს ჯგუფები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები