მაშველებმა ტყიბულში მიწის მასაში მოყოლილი მეორე მოქალაქის ადგილსამყოფელი დაადგინეს – მიმდინარეობს მისი გამოყვანის ღონისძიება

ტყიბულში, ქვანახშირის კარიერში, მიწის მასაში მოყოლილი მეორე ადამიანის ადგილსამყოფელი დადგენილია. ამის შესახებ  ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

„სამაშველო ჯგუფების მიერ უკვე დადგენილია მეორე მოქალაქის ადგილსამყოფელი და ამ დროისთვის მიმდინარეობს მისი გამოყვანის ღონისძიება. შემთხვევის ადგილზე მუშაობენ იმერეთის მთავარი სამმართველოს და განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციების რეაგირების მთავარი სამმართველოს ჯგუფები. მობილიზებულები არიან ცენტრალური კოორდინაციის სამმართველოს სპეციალისტები“, – აღნიშნულია განცხადებაში.

მანამდე, მაშველებმა მიწის მასიდან ერთი მოქალაქე უკვე ამოიყვანეს.

ტყიბულში, ქვანახშირის მოპოვების კარიერში ნახშირის მასა ჩამოიშალა. ნანგრევებში ორი ადამიანი მოყვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები