საქართველოს ძიუდოს ნაკრები ევროპის ჩემპიონია

საქართველოს ძიუდოს ნაკრები ევროპის ჩემპიონია. რუსეთის ქალაქ უფაში მიმდინარე ევროპის გუნდური ჩემპიონატის ფინალში ქართველმა ძიუდოისტებმა 4-3 დაამარცხეს ნიდერლანდების ნაკრები და შერეულ გუნდურ ჩემპიონატზე უფროსებში პირველად მოიპოვეს ევროპის ჩემპიონის ტიტული.

ცნობისთვის, რუსეთის ქალაქ უფაში დღეს სტარტი აიღო ევროპის ჩემპიონატმა შერეულ გუნდებს შორის. შეჯიბრი კაცებსა (73, 90 და +90 კგ.) და ქალებს (57, 70 და +70 კგ.) შორის სამ-სამ წონით კატეგორიაში ჩატარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები