გახდება თუ არა საჭირო საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და მაღაზიებში კოვიდპასპორტის წარდგენა – მთავრობის განმარტება

პირველი დეკემბრიდან, “მწვანე პასპორტი” ამოქმედებასთან დაკავშირებით დღეს მოქალაქეებმა მთავრობისგან მოკლეტექსტური შეტყობინება მიიღეს, სადაც განმარტებულია, რომ კოვიდსაშვის წარდგენა, საზოგადოებრივ ტრანსპორტში და მაღაზიებში სავალდებულო არ იქნება.

შეტყობინებაში ასევე აღნიშნულია, რომ ​კოვიდსაშვის გამოყენება, მხოლოდ 18 წელს ზემოთ მყოფი პირებისთვის იქნება სავალდებულო.

შეგახსენებთ, რომ დღეს ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა კოვიდპასპორტების საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და მაღაზიებში სავალდებულო მოთხოვნაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მეორე ეტაპზე აღნიშნული ღონისძიება აუცილებლად უნდა გატარდეს.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები