ელენე ხოშტარია კლინიკიდან გაწერეს – “ცოტა დრო კიდევ მჭირდება ძალების აღსადგენად”

„დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია კლინიკიდან გაწერეს, – ამის შესახებ მან Facebook-ზე დაწერა.

„მეგობრებო, გამოვეწერე საავადმყოფოდან. ძალიან დიდი მადლობა „ნიუ ჰოსპიტალსს“. ყველა სანიტარს, ექთანს, ექიმს. საოცარი პროფესიონალებისა და გულისხმიერი ადამიანების ხელში ვიყავი. ერთი წამი დისკომფორტი არ მქონია.

Vakho Kaloiani ის მხარდაჭერის და დახმარების გარეშე ძალიან გამიჭირდებოდა შიმშილობის დროსაც და ეხლაც. პროფესიონალიზმის გარდა, ყველაზე მთავარი, რაზეც ჩვენი ურთიერთობა იდგა და იდგება არის ნდობა, რასაც ყველაზე მეტად ვაფასებ.
ცოტა დრო კიდევ მჭირდება ძალების აღსადგენად, ვფიქრობ, მაქსიმუმ ერთ კვირაში დავუბრუნდები საქმეებს“, – წერს ელენე ხოშტარია.

შეგახსენებთ, რომ ელენე ხოშტარიამ შიმშილობა 3 ნოემბერს დაიწყო და 19 ნოემბერს, მას შემდეგ შეწყვიტა, რაც ცნობილი გახდა, რომ მიხეილ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას სთავაზობდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები