ევროპაში „ომიკრონის“ შტამის აღმოჩენის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

ევროპის კონტინენტზე ბელგია პირველი ქვეყანა გახდა, სადაც „ომიკრონის“ შტამის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. პირველად ახალი შტამი მედიკოსებმა სამხრეთ აფრიკის რესპულიკაში აღმოაჩინეს, თუმცა ის მალევე რამდენიმე ქვეყანაში გამოვლინდა.
ახალი შტამის აღმოჩნის შესახებ განცხადება ბელგიის ჯანდაცვის მინისტრმა, ფრანკ ვანდენბრუკმა გააკეთა და ოფიციალურად დაადასტურა ახალი შტამის აღმოჩენის პირვლი შემთხვევა.
„გვაქვს ახალი კოვიდინფიცირების შემთხვევა, შეგვიძლია დადასტურებით ვთქვათ, რომ ეს ახლად აღმოჩენილი შტამია“,- აღნიშნა ფრანკ ვანდენბრუკმა.
ქვეყნის მთავარი ვირუსოლოგის, მარკ ვან რასტის განცხადებით, „ახალი შტამით ინფიცირებლი ქვეყანაში ეგვიპტიდან შემოვიდა“.

წყარო: https://www.euronews.com/2021/11/26/europe-s-first-reported-case-of-new-covid-variant-has-been-discovered-in-belgium

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები