პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის მოსმენა დასრულდა

პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს მოუსმინეს. ნინო სანდოძე დეპუტატების კითხვებს რამდენიმე საათის განმავლობაში პასუხობდა.

დეპუტატებს კითხვები მოსამართლის მიერ განხილულ საქმეებთან დაკავშირებით ჰქონდათ. ოპოზიციას ასევე აინტერესებდა ე.წ. “სასამართლო კლანის” შესახებაც, რაზეც ნინო სანდოძე მიიჩნევს, რომ ეს არის პიარ კამპანია, რომელსაც დასაბუთება არ აქვს.

იურიდიული კომიტეტის სხდომაზე კიდევ ერთხელ გახმოვანდა ის, რომ სასამართლო დამოუკიდებელია და არანაირი კლანური მმართველობა არ არსებობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები