ეროვნული არქივი ქართული ანბანის სამი სახეობის შრიფტების წარდგენას უმასპინძლებს

30 ნოემბერს, 14:00 საათზე, ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში ქართული ანბანის სამი სახეობის შრიფტების წარდგენა გაიმართება.
ეროვნული არქივის ინფორმაციით, ღონისძიებაზე ხელნაწერების ორიგინალები გამოიფინება.
ქართული ხელნაწერების საფუძველზე ანბანის სამი სახეობის შრიფტი – „ანბანდიდი“, „გრაგნილი“ და „მედეა“ – შეიქმნა.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის, კომპანია „ჯეპრასა“ და კალიგრაფ დავით მაისურაძის თანამშრომლობით შრიფტების დასამზადებლად ეროვნულ არქივში დაცული ძეგლები შეირჩა.
ასომთავრულს საფუძვლად დაედო IX საუკუნის გამორჩეული ხელნაწერი „ანბანდიდი სახარება“, ნუსხურს – XV საუკუნის კონდაკი „იოანე ოქროპირის ჟამისწირვა“, მხედრული შრიფტი კი XVII საუკუნის ძეგლის „იაზონისა და მედეას ამბავის“ მიხედვით შეიქმნა. შრიფტები ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის უსასყიდლოდ არის ხელმისაწვდომი.
პროექტი მიეძღვნა „ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურის“ იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში შეტანიდან 5 წლის იუბილეს. საქართველოს ეროვნული არქივი, სხვა სახელმწიფო უწყებებთან ერთად, ნომინაციის მომზადებაში აქტიურად იყო ჩართული

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები