ვახტანგ გომელაური საქართველოში თურქეთის ელჩს შეხვდა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა საქართველოში თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან – ფატმა ჯერენ იაზგანთან, საქართველოში თურქეთის შსს-ს მიერ ახლად მოვლენილ მრჩევლებთან – ნეჯმეთინ აქჩასა და ნეჯმი ინჯესთან შეხვედრა გამართა.

შსს-ს ინფორმაციით, მინისტრმა მრჩევლებს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა. ვახტანგ გომელაურმა იმედი გამოთქვა, რომ მათი ჩართულობით მხარეთა შორის არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობა კიდევ უფრო განმტკიცდება.

შეხვედრის მონაწილეებმა სამართალდაცვით სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და სამომავლო ურთიერთობის პერსპექტივები დასახეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები