გურამ მაჭარაშვილი: გახარიას პარტია ოპოზიციური დღის წესრიგიდან გაქრა
“დარწმუნებული ვარ, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები და მისი კანდიდატები გავლენ საკრებულოების თავმჯდომარის პოზიციაზე”, – ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა კითხვას, რომელიც საკრებულოების თავმჯდომარის პოსტზე გიორგი გახარიას პარტიის მიერ მათი კანდიდატურების დაყენების შეთავაზებას ეხებოდა.
მისივე თქმით, გიორგი გახარიას პარტია ოპოზიციური დღის წესრიგიდან გაქრა.
„გახარიას და მის პარტიას უნდა, რომ თავისი წინადადებები დღის წესრიგში დააყენოს, რადგან ბოლო პერიოდში ოპოზიციური დღის წესრიგიდან გაქრა. ახლა რაღაც წინადადება დააყენეს. მათი კანდიდატების თავმჯდომარეობაზე რა მოგახსენოთ, ეს არის ადგილობრივი საკრებულოების გადასაწყვეტი, მათ შორის, ჩვენი უმრავლესობის. დარწმუნებული ვარ, კონსულტაციები იქნება იმ დონეზე, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები და მისი კანდიდატები გავლენ საკრებულოების თავმჯდომარეობის პოზიციაზე“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.