„ნანკინელი ქრისტე“ – ქორეოგრაფიული პერფორმანსი „აბრეშუმის თეატრში“

25 ნოემბერს, 19:00 საათზე, აბრეშუმის თეატრში, თბილისის თანამედროვე ცეკვის ფესტივალის ფარგლებში, წარმოდგენილი იქნება ნათია ბუნტურის „ნანკინელი ქრისტე” – ქორეოგრაფიული პერფორმანსი რიუნოსკე აკუტაგავას მოთხრობის მოტივებზე.
ორგანიზატორების ინფორმაციით, წარმოდგენამ 2021 წლის ქორეოგრაფიული დადგმის კონკურსში გაიმარჯვა.
მუსიკა: აკიო იასირო „სონატა ფორტეპიანოსთვის“ (1961); აუუმი უედა – „საკურა, საკურა“, ტრადიციული იაპონური სიმღერა; მხატვარი – ნინო ჩაბრაძე; ქორეოგრაფი/მოცეკვავე –  ნათია ბუნტური; ხმის რეჟისორი – გია ზუბაშვილი; განათების მხატვარი – ომარ გოგიჩაიშვილი; ვიდეოგრაფი – საბა შენგელია.
პროექტი ხორციელდება თბილისის მერიის ფინანსური მხარდაჭერით.
პროექტის პარტნიორია „ აბრეშუმის თეატრი“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები