თამარ ტალიაშვილი საქართველოს ელჩს სერბეთში და სერბეთის რესპუბლიკაში საქართველოს საქმეთა დროებით რწმუნებულს შეხვდა
საქართველო-სერბეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, თამარ ტალიაშვილი საქართველოს ელჩს სერბეთში დავით დონდუას და სერბეთის რესპუბლიკაში საქართველოს საქმეთა დროებით რწმუნებულს, ილია კობერიძეს შეხვდა.
პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე ორი ქვეყნის საპარლამენტო თანამშრომლობის გაღრმავების საკითხზე, ასევე განათლების, კულტურისა და ეკონომიკური მიმართულების კუთხით ორმხრივი თანამშრომლობის გააქტიურებაზე ისაუბრეს.
ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის სამომავლო გეგმებზე.
„ჩვენთვის საინტერსოა სერბეთის, როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის გამოცდილება. ჩვენ ვართ ასოცირებული ქვეყანა, ისინი კანდიდატები არიან. ჩვენ 2024 წელს ვაყენებთ განაცხადს კანდიდატობაზე. მათ კი ეს ეტაპი უკვე გაიარეს და ამ კუთხით, მათი გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანია”, – განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.