დღეს ვახტანგ ტატიშვილის 80 წლის იუბილეა

დღეს, 24 ნოემბერს, ცნობილი მომღერლისა და ანსამბლ „ივერიას“ სოლისტის, ვახტანგ ტატიშვილის 80 წლის იუბილეა.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ულოცავს მომღერალს იუბილეს და მის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.
მანამ, სანამ მუსიკალურ მოღვაწეობას დაიწყებდა, მომღერალი პედაგოგიური საქმიანობით იყო დაკავებული – 1963-1965 წლებში ფიზიკის მასწავლებლად მუშაობდა. მისი მუსიკალური კარიერა 1965 წლიდან დაიწყო. თავიდან ვახტანგ ტატიშვილი გახლდათ მუსიკალური გუნდის “ტრიო” წევრი, ხოლო 1968 წლიდან ანსამბლ “ივერიას” სოლისტია. მომღერალს მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ წარმატებულ კონცერტში: “ივერია, სიყვარული და” (1973); “უმცროსი და…” (1977); “ჩხიკვთა ქორწილი” (1984); “არგონავტები” (1986); არის ღირსების ორდენის კავალერი და საქართველოს დამსახურებული არტისტი.
კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, მიმდინარე წლის დეკემბერში საქართველოს რეგიონებში ვახტანგ ტატიშვილის 6 საიუბილეო კონცერტი ჩატარდება, რომელიც ასევე, ვახტანგ ტატიშვილისა და ნუგზარ კვაშალის მონაწილეობით, ყველასათვის საყვარელი სასცენო დუეტის „ორი ჯუჯა“ სცენაზე გამოჩენიდან 35 წლისთავსაც ემთხვევა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები