გია აბაშიძე: პოლიტიკოსი, რომელიც მიკიბ-მოკიბვის გარეშე საზოგადოებას ესაუბრება არსებულ მძიმე მოცემულობაზე, ყოველთვის დაფასებულია აქაც და დასავლურ დემოკრატიაშიც ​

„პრემიერის ეს კონკრეტული გზავნილები საინტერესოა საზოგადოებისთვის და არაანგაჟირებული ექსპერტებისთვის“- ექსპერტი გია აბაშიძე ეხმიანება საზოგადოებრივ მაუწყებლის ეთერში გაკეთებულ პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებს.

აბაშიძე თავის პოსტში ყურადღებას ამახვილებს პრემიერის გზავნილებს რუსეთთან ურთიერთობის თვალსაზრისით. აღნიშნავს, რომ მეტად საჭირბოროტო საკითხებს შეეხო და დასაფასებელია მისი ღია საუბრები საზოგადოების წინაშე.

„პოლიტიკოსი, რომელიც მიკიბ-მოკიბვის გარეშე საზოგადოებას ესაუბრება არსებულ მძიმე მოცემულობაზე, ყოველთვის დაფასებულია აქაც და დასავლურ დემოკრატიაშიც. ასეთი იყო 23 ნოემბერს, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ფრიად საინტერესო აქცენტები ოკუპანტ რუსეთთან ურთიერთობის თვალსაზრისით. პრემიერის ეს კონკრეტული გზავნილები საინტერესოა საზოგადოებისთვის და არაანგაჟირებული ექსპერტებისთვის. საქართველოს მთავრობის მეთაურმა, კერძოდ, განაცხადა: იმის მიუხედავად, რომ აგვისტოს ომის შემდეგ, სააკაშვილის ხელისუფლებამ ბევრი რამ დაუთმო კრემლს, მათ შორის საქართველოს სტრატეგიული ობიექტების გადაცემა და მოსკოვის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში უპირობოდ გაწევრიანების მხარდაჭერა, ოფიციალურმა თბილისმა სანაცვლოდ არაფერი მიიღო, ურთიერთობის შემდგომი დაძაბულობის გარდა. „ქართულმა ოცნებამ” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, პრაგმატული მიდგომით ასევე გაითვალისწინა დასავლელი მეგობრების თხოვნა-რეკომენდაცია და მაქსიმალური გააკეთა მოსკოვთან ურთიერთობის დეესკალაციის თვალსაზრისით. არსებულ მოცემულობაში მთავარია უსაფრთხოების რისკების შემცირება, ხალხთაშორისი ურთიერთობების აღდგენა და სავაჭრო-ეკონომიკური, კულტურული ხიდების აღდგენა-შენარჩუნება. ეს გაკეთდა, კვლავაც მიმდინარეობს, მაგრამ, რასაკვირველია, პოლიტიკური მიმართულებით არავითარი პროგრესი განვითარებულა. სამწუხაროდ, ოკუპაციასთან მიმართებაში რაიმე ძირეული ცვლილება არ მომხდარა და ჩვენ თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში ვუმკლავდებით ე.წ ბორდერიზაციას და მავთულხლართების ინსტალაციას, თანამემამულეების გატაცებას, ძალადობას, მკვლელობას და სხვა ნეგატიურ მოვლენებს. ბუნებრივია, ოფიციალურ თბილისს ამ ყველაფერზე აქვს მყისიერი რეაგირება და დასავლელი პარტნიორების ჩართულობა. დეოკუპაცია პოლიტიკური პროგრესის გარეშე წარმოუდგენელია. ეს საკმაოდ რთული საკითხია, მაგრამ ეს უნდა მოხდეს რუსეთის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით. პირდაპირი კონტაქტის ორგანიზებას, მცდელობას სჭირდება კარგი დაფიქრება, კარგი მომზადება და ეს უნდა იყოს რეალურად შედეგზე ორიენტირებული და არა მხოლოდ შეხვედრა შეხვედრისთვის. ყურადღებით ვაკვირდებით რუსეთის პოზიციების გაძლიერებას რეგიონში, შავი ზღვის უსაფრთხოების მიმართულებით. მუდმივ რეჟიმშია მოსმენები უსაფრთხოების პრემიერის ვიწრო კაბინეტის ფორმატში. დღეს, შავი ზღვის რეგიონში რუსეთს გაძლიერებული პოზიციები აქვს. საქართველო კი, აშშ-ის, ევროკავშირის და ნატო-ს ერთგული და ერთ-ერთი გამოკვეთილი პარტნიორი ქვეყანაა რეგიონში. შესაძლოა, ზოგიერთს რუსეთთან ურთიერთობა უქმნიდეს დისკომფორტს, მაგრამ ჩვენ გვიწევს თანაცხოვრება რუსულ ჯართან ერთად. ეს ხშირად ავიწყდებათ ჩვენს მეგობრებს. საქართველოს 20% არის ოკუპირებული, რუსეთი ჩვენი სუვერენული ტერიტორიების, აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონი ოკუპაციას აგრძელებს და რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვანი შემაფერხებელი ბარიერია.“ – წერს გია აბაშიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები