„ვაჟა-ფშაველას ავტოგრაფები“ – შეხვედრა ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში
24 ნოემბერს, 15:00 საათზე, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში, ვაჟა-ფშაველას არქივის მკვლევართან, ეთერ ქავთარაძესთან და საზოგადო მოღვაწეთა არქივის მცველთან, ესმა მანიასთან შეხვედრა გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, შეხვედრაზე ვაჟა-ფშაველას ავტოგრაფებზე ისაუბრებენ.
მსურველებს შეუძლიათ შეხვედრას დაესწრონ ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ან ლექცია მოისმინონ ონლაინფორმატში. ამისათვის აუცილებელია ქვემოთ მითითებულ ბმულზე გადასვლა:
https://us06web.zoom.us/j/5948817852