გია ვოლსკი: უამრავი ნაწამები ადამიანია იმ რეჟიმის პირობებში, რომელსაც სააკაშვილი ხელმძღვანელობდა

“აბსურდული განცხადებები გვესმის, მათ შორის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების მხრიდან, რომ არის ნაწამები და ასე შემდეგ და თავისუფალ სივრცეში, კურორტზე უნდა გაიაროს რეაბილიტაციის პერიოდი”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, უზნეო განცხადებები “ნაციონალურ მოძრაობას” მომავალი არჩევნების დროს სერიოზულ პოლიტიკურ დისკომფორტს შეუქმნის.

„უამრავი ნაწამები ადამიანია იმ რეჟიმის პირობებში, რომელსაც სააკაშვილი ხელმძღვანელობდა. მოშიმშილეც უამრავი ადამიანი ყოფილა, რომელსაც არა თუ ყურადღებას არ აქცევდნენ, არამედ მართლაც რომ აწამებდნენ. ასე რომ, ასეთი უზნეო განცხადებები თავად ამ დაცვის მხარესაც და ვფიქრობ, პოლიტიკურ ძალასაც მომავალი არჩევნების დროს საკმაოდ სერიოზულ პოლიტიკურ დისკომფორტს შეუქმნის“, – განაცხადა ვოლსკიმ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები