დავით მათიკაშვილი: ქვეყანაში ვადამდელი არჩევნების ჩატარების მოცემულობა არ არსებობს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, ქვეყანაში ვადამდელი არჩევნების ჩატარების მოცემულობა არ არსებობს.

„ქართულმა ოცნებამ“ თვითმმართველობის არჩევნებზე აიღო 47%, ეს ნიშნავს, რომ ყოველი მეორე ჩვენს ელექტორატში არის ამ პარტიის მხარდამჭერი. არანაირი მოცემულობა ვადამდელი არჩევნებისა არ არის. შესაბამისად, უახლოესი არჩევნები, რომელიც იქნება, ესაა საპარლამენტო არჩევნები, რომელიც 2024 წელს გაიმართება“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები