ზაალ ანჯაფარიძე: ზოგს ესირცხვილება გარკვეული ტიპის სამუშაო, ასეთი მენტალიტეტით ევროპაში არაფერი გვესაქმება
„ბევრი 500-ლარიან ხელფასს ხელფასად არ მიიჩნევს, ურჩევნია, წამოგორებული იყოს და სოციალური შემწეობა მიიღოს“, – ასე გამოეხმაურა ექსპერტი, ზაალ ანჯაფარიძე გადაცემაში -„თავისუფალი ხედვა“ პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მოსაზრებას, რომელმაც აღნიშნა, რომ 300 000 შრომისუნარიანი მოქალაქე არ მონაწილეობს ქვეყნის განვითარებაში და ყოველ თვე იღებს სოციალურ დახმარებას.
„სამწუხაროდ, მართლაც ასეა, რადგანაც თავად ვიცი არაერთი შემთხვევა, როდესაც ბევრი 500-ლარიან ხელფასს ხელფასად არ მიიჩნევს და ურჩევნია, წამოგორებული იყოს და სოციალური შემწეობა მიიღოს. ზოგს ესირცხვილება გარკვეული ტიპის სამუშაო. ასეთი მენტალიტეტით ევროპაში არაფერი გვესაქმება“, – წერს ანჯაფარიძე Facebook-ზე.