ბიძინა კულუმბეგოვი: შენი აცრით შეგიძლია, შეცვალო ეს დრამატული სტატისტიკა

შენი აცრით შეგიძლია, შეცვალო ეს დრამატული სტატისტიკა, – ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგი, ბიძინა კულმბეგოვი სოციალურ ქსელში წერს.

მედიკოსი ვაქცინაციის მნიშვნელობაზე კიდევ ერთხელ საუბრობს და საზოგადოებას იმუნიზაციისკენ მოუწოდებს.

“ზამთრის ბოლოს გერმანიის მთლიანი მოსახლეობის ნაწილი იქნება ან აცრილი ან კოვიდისგან გამოჯანმრთელებული ან კოვიდისგან გარდაცვლილი” – იენს შპანი, გერმანიის ჯანდაცვის მინისტრი. პ.ს. ყველა ქვეყანას იგივე ბედი ელის, ჩვენს ქვეყანაში პროპორციები, სამწუხაროდ, ბოლო ორი ვარიანტისკენ იხრება. შენი აცრით შეგიძლია, შეცვალო ეს დრამატული სტატისტიკა!”, – წერს კულუმბეგოვი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები