მოლინეუსი: მოხარული ვარ, რომ შევხვდი პრემიერმინისტრ ღარიბაშვილს

მსოფლიო ბანკის (WB) რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში, სებასტიან მოლინეუსი საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან გამართულ შეხვედრას Twitter-ის გვერდზე ეხმაურება.

„მოხარული ვარ, რომ შევხვდი პრემიერმინისტრ ღარიბაშვილს, საქართველოს ეკონომიკური და სტრუქტურული რეფორმების დაჩქარებაზე, ვაქცინაციის კამპანიასა და მსოფლიო ბანკის მომავალ მხარდაჭერაზე ადამიანური კაპიტალის, მწვანე ზრდისა და დაკავშირებადობის დღის წესრიგზე სასაუბროდ“, – წერს მოლინეუსი Twitter-ზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები