პირველ დეკემბრამდე ყველა მოქალაქისთვის გრიპის აცრა უფასო იქნება
გრიპის ვაქცინა 6 თვის ასაკიდან ყველა მოქალაქისთვის უფასო იქნება. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
მათივე ცნობით, ვაქცინაცია 1-ელ დეკემბრამდეა შესაძლებელი.
“სეზონური გრიპის მართვა ადამიანებმა 1940-იანი წლებიდან ვაქცინის წყალობით შევძელით. ამის გამო შესაძლოა, გრიპის ვირუსი სერიოზულ საფრთხედ არ აღვიქვათ, თუმცა, ამ ზამთარს მისგან თავის დაცვა ორმაგად მნიშვნელოვანია.
22 ნოემბრიდან 1-ელ დეკემბრამდე გრიპის ვაქცინის გაკეთება შეუძლია 6 თვის ასაკიდან, საქართველოს ყველა მოქალაქეს. ოთხკომპონენტიანი SANOFI PASTEUR-ის გრიპის ვაქცინის გასაკეთებლად შეგიძლიათ, მიმართოთ ადგილობრივ პოლიკლინიკებს. ვაქცინაცია უფასოა საქართველოს მოქალაქეებისთვის.
აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) რეკომენდაციით, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის და გრიპის ვაქცინის ერთდროული ადმინისტრირება სრულიად უსაფრთხოა”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.