განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა, თემატური მოკვლევის ფარგლებში, მორიგი ზეპირი მოსმენა გამართა

პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა, „COVID 19-ით გამოწვეული პანდემიის გავლენა ზოგადი განათლების სისტემაზე საქართველოში” საკითხის თემატური მოკვლევის ფარგლებში, განათლებისა და ჯანდაცვის სფეროს საჯარო სამართლის იურიდიული პირების წარმომადგენლებს მოუსმინა.

პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სხვადასხვა დაინტერესებული პირის მიერ მოწოდებული პოზიციები და მოსაზრებები განიხილეს.

„თემატური მოკვლევის ფარგლებში, რომელსაც ატარებს განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი საქართველოში, ზოგადი განათლების სისტემაზე COVID 19-ით გამოწვეული პანდემიის გავლენის კვლევის საკითხზე, გვქონდა ონლაინ შეხვედრა განათლების და ჯანდაცვის სფეროს საჯარო სამართლის იურიდიული პირების წარმომადგენლებთან. ვისაუბრეთ იმ ძირითად საკითხებზე, რომელიც აქამდე მოსაზრებების სახით იყო შემოსული მოქალაქეებისგან, სხვადასხვა ასოციაციისგან, საერთაშორისო ორგანიზაციებისგან, პედაგოგებისა და დირექტორებისგან. იყო საინტერესო დისკუსია, რის საფუძველზეც ჩვენ შევადგენთ საბოლო ანგარიშს, რომელიც კვირის ბოლომდე წარედგინება კომიტეტს”, – განაცხადა განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ და თემატური მოკვლევის ჯგუფის მთავარმა მომხსენებელმა, შალვა პაპუაშვილმა.

ზეპირი მოსმენის ფარგლებში, უკვე შედგა შეხვედრა არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების და პროფესიული ასოციაციების წარმომადგენლებთან. ასევე, სკოლების დირექტორებთან, ადმინისტრაციის წევრებსა და პედაგოგებთან. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ თემატური მოკვლევის ჯგუფის წევრები  – გიორგი ამილახვარი და თამარ ტალიაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები