ანა დოლიძე: აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება ჩვენი თაობის პანდემიაა – მთავრობის ინიციატივა სწორი ნაბიჯია
“ხალხისთვის” ლიდერი, ანა დოლიძე ონლაინ კაზინოებთან დაკავშირებით პრემიერმინისტრის ინიციატივას გამოეხმაურა.
„3 წლის წინ ჰქონდა შანსი ამ ხელისუფლებას, მიეღო ზომები ამასთან დაკავშირებით, თუმცა, დღეს ეს მაინც ძალიან სწორი და კარგი ნაბიჯია. ხალხნო, აუცილებელია. დაიღუპა თაობები. აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება არის ჩვენი თაობის პანდემია. ასაკრძალია ონლაინ-აზარტული თამაშები. რეკლამა, რომლითაც გამოჭედილია ტელევიზიები, უნდა აიკრძალოს. ასაკიც ასაწევია კაზინოებში“, – განაცხადა დოლიძემ.
ცნობისთვის, პრემიერმინისტრმა განაცხადა, რომ მთავრობა ონლაინ კაზინოების მუშაობის წესების გამკაცრებას აპირებს.