ტერაქტი იერუსალიმში – დაღუპულია სამოქალაქო პირი და ერთი ტერორისტი

იერუსალიმში, დაახლოებთ დილის 9 საათზე ტერაქტი მოხდა. შედეგად დაშავდა 5 ადამიანი, ერთი სამოქალაქო პირი დაიღუპა, დაშავებულია კიდევ ორი მოქალაქე, რომელთაგან ერთის მდგომარეობა მძიმეა, ორი პოლიციელი დაჭრილია. ერთი თავდამსხმელი ტერორისტი ადგილზე დაიღუპა, ხოლო მეორე მიიმალა. პოლიციის ცნობით, ადგილზე ორი თავდამსხმელი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მსროლელი პოლიციასთან ორმხრივი სროლის დროს დაიღუპა. მეორე თავდამსხმელი, რომელიც დანით იყო შეიარაღებული ადგილიდან მიიმალა, მისი ძებნა ამ დრომდე მიმდინარეობს.

მათი ცნობით, მსროლელი ტერორისტი 42 წლის ფად აბუ შხადეა, შუაფატის ლტოლვილთა ბანაკიდან. გავრცელებული ინფორმაციით, შხადე ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასის“ წევრია. „ჰამასის“ ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ მიესალმება „გმირის“ ქმედებებს.

„ეს თავდასხმა ბუნებრივი პასუხია ტერორიზმის ესკალაციისთვის ისრაელელი მოსახლეობის და ჯარის მხრიდან“,- აცხადებს „ჰამასის“ ხელმძღვანელობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები