აშშ-ში ვაქცინირებულთა რიცხვმა 200 მილიონს მიაღწია

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრის ინფორმაციით დღეის მონაცემებით აშშ-ში სრულად ვაქცინირებულია 196 მილიონ 128 ათას 496 ადამიანი. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „ინტერფაქსი“ ავრცელებს.

კიდევ 229 მილიონ 837 ათას 421 ადამიანს ვაქცინის პირველი დოზა, ხოლო 34.5 მილიონ ადამიანს უკვე ბუსტერ დოზაც აქვს მიღებული. როგორც ცნობილია აშშ-ში უკვე ნებადართულია კორონავირუსის საწინააღმდეგო მესამე დოზის მიღება ზრდასრულებში.

Pfizer – BioNTech ან Moderna-ს აცრის მიღება შესაძლებელია სრულად ვაქცინაციის შემდეგ. ასევე ექსპერტებმა გაამარტივეს რეკომენდაციები 50-64 წლის მოქალაქეებისთვის, ახლა ისინი რევაქცინაციას სხვების მსგავსად გადიან.

ბაიდენის ადმინისტრაციის მიზანია რაც შეძლება მეტი მოქალაქე აცრას საშობაო ღონისძიებების დაწყებამდე, სანამ მოსახლეობა ახლობლების მონახულებას დაიწყებს და საზღვარგარეთ გაემგზავრება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები