„ჯანმო“ ევროპისგან „გადაუდებელი ზომების“ მიღებას ითხოვს – მარტის თვეში შესაძლოა 500 000 ლეტალური შედეგი დაფიქსირდეს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ევროპაში COVID-19-ის გავრცელებით ძალიან შეშფოთებულია. მოსალოდნელია ვირუსის შედეგად სიკვდილიანობის ზრდაც. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას, BBC ავრცელებს.

კერძოდ, „ჯანმოს“ ევროპული ბიუროს დირექტორმა, ექიმმა ჰანს კრიუგომ განაცხადა, რომ მარტისთვის შესაძლოა ევროპის ქვეყნებში დამატებით 500 000 ლეტალური შედეგი დაფიქსირდეს თუკი მკაცრი ზომები არ იქნება მიღებული.

როგორც მან აღნიშნა, პირბადეების ტარების მხრივ მკაცრმა კონტროლმა შესაძლოა კარგი შედეგი მოიტანოს.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე ევროპულმა ქვეყანამ კორონავირუსით ინფიცირების მკვეთრ ზრდაზე და “ლოკდაუნის” დაბრუნებაზე განაცხადა, ჰანს გრიუგოს განცხადებაც სწორედ ამას უკავშირდება.

ექიმ კრიუგოს განცხადებით, ვირუსის გავრცელებაზე ასევე მოქმედებს ის ფაქტორები, როგორიცაა ზამთრის სეზონი, ვაქცინაციის სიმცირე და “დელტა შტამის” ფართო გავრცელება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები