სვანეთში სამუშაოდ წასული, წალენჯიხის რაიონის მკვიდრ თამაზ კანკიას ცხედარი ნაპოვნია
სვანეთში სამუშაოდ წასული, წალენჯიხის რაიონის მკვიდრ თამაზ კანკიას ცხედარი ნაპოვნია.
შუახნის მამაკაცს ოჯახი თითქმის თვე-ნახევრის განმავლობაში ეძებდა. სამაშველო ოპერაციაში ჩართული იყო საგანგებო სიტუაციის მართვის სამსახურიც.
მამაკაცი ჭუბერში მუშაობდა, რის შემდგომ დაიბარა, რომ ჯანმრთელობა ხელს არ უწყობდა და სახლში სურდა დაბრუნება.
მისი ცხედარი, ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ, საკუთარ სახლში გადაასვენეს.
ცხედარი მდინარე ენგურმა გამორიყა.
მომხდარზე შს სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.