ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 70 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით კიდევ 70 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ამ დროისთვის, ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 11 422-ს შეადგენს.

ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 4 318 პირს დაუდასტურდა, 2 457 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

გუშინ, საქართველოში კორონავირუსის 4 278 შემთხვევა გამოვლინდა, 4 154 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 63 გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები