გორის ჰოსპიტალს დასაწუნი ნამდვილად არაფერი აქვს – ხუნდაძე ოპონენტების კრიტიკას პასუხობს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დიმიტრი ხუნდაძე, გორის ჰოსპიტალთან დაკავშირებით ოპოზიციის კრიტიკას პასუხობს და ამბობს, რომ გორის სამხედრო ჰოსპიტალი ერთ-ერთი მაღალი რეპუტაციის მქონე კლინიკაა.

“პატიმრის მხრიდან იყო მოთხოვნა, რომ ყოფილიყო MRT კვლევის საშუალება. სამხედრო ჰოსპიტალში ამის საშუალება არის და არ იყო ადგილზე. თუმცა, დღესდღეობით რა საჭიროებაც მას აქვს, ამის ყველანაირი საშუალება არსებობს მე-18 დაწესებულების სამედიცინო ნაწილში, მაგრამ რადგან იყო ამდაგვარი დამოკიდებულება და ეს რისკები თუნდაც თეორიულად შესაძლოა დამდგარიყო, ამის რეალური შანსი იყო, იმიტომ, რომ უკვე რამდენიმე ათეული დღეა შიმშილობს პატიმარი და ამას თავისთავად მოჰყვება ნეგატიური პროცესები ჯანმრთელობის კუთხით და შესაძლო გართულებებიც. ასევე საჭიროება იყო სხვადასხვა დარგობრივი სპეციალისტების უწყვეტი კონსულტაციის, რაც იმ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა ყოფილიყო მოწვევით და საჭიროების შემთხვევაში შესაძლოა მორიგეობაც შემოგვეღო, ​რა თქმა უნდა, გორის ჰოსპიტალში უფრო მეტი საშუალებაა მრავალდარგობრივი სპეციალისტების ჩართულობის. პირობები გორის ჰოსპიტალში კარგია. ის ნამდვილად არ დაიწუნება. რეპუტაციულადაც გორის ჰოსპიტალი არის ერთ-ერთი მაღალი რეპუტაციის კლინიკა, გარდა მისი აღჭურვილობისა და შესაძლებლობებისა. ასე რომ ამ ჰოსპიტალს დასაწუნი ნამდვილად არაფერი აქვს, თუ პოლიტიკურმა ინტერესებმა არ გადაწონა ისევ და არ დაიწყება ძიება, თუ როგორ გაამძაფრონ არსებული მდგომარეობა“, – განაცხადა ხუნდაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები