“ყირიმი რუსეთის არის” – უკრაინის საგარეო უწყებაში ბულგარეთის ელჩი დაიბარეს

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში ბულგარეთის ელჩი, კოსტადინ კოჯაბაშევი დაიბარეს.

ამის მიზეზი გახდა ქვეყნის პრეზიდენტის, რუმენ რადევის სიტყვები, რომ “ყირიმი რუსეთის არის”.

ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური იტყობინება.

“უკრაინულმა მხარემ ელჩს წარუდგინა ჩვენი სახელმწიფოს პოზიცია ყირიმთან დაკავშირებით და ბულგარეთის პრეზიდენტის, რუმენ რადევის მიერ დებატებზე გაკეთებული განცხადებების არაკორექტულობისა და დაუშვებლობის შესახებ“, – ნათქვამია განცხადებაში.

ასევე, აღნიშნულია, რომ ბულგარეთის პრეზიდენტის სიტყვები ყირიმის შესახებ არ უწყობს ხელს უკრაინასა და ბულგარეთს შორის კეთილმეზობლური ურთიერთობების განვითარებას და მკვეთრად ეწინააღმდეგება სოფიას ოფიციალურ პოზიციას, რომელიც მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

შესაბამისი განცხადება რუბენ რადევმა პრეზიდენტობის მთავარ ოპონენტთან ტელედებატის დროს თქვა.

დებატების დროს გერჯიკოვმა ყირიმს “უკრაინის ტერიტორია” უწოდა, მიუხედავად იმისა, თუ რომელი დროშა ფრიალებს მის თავზე. მისი თქმით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები ვერ მოიხსნება, სანამ ყირიმსა და რუსეთში ადამიანის უფლებების საკითხები არ მოგვარდება.

ამავდროულად, მოქმედმა პრეზიდენტმა, რუმენ რადევმა განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები არაეფექტურია.

“ძალიან მნიშვნელოვანია საგარეო პოლიტიკაში პრაგმატიზმი. რუსეთის წინააღმდეგ სანქციები არაეფექტურად გამოიყურება. ჩვენ გვჭირდება პრაგმატული პოლიტიკა მოსკოვის მიმართ. და ბოლოს, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რუსეთი არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი გლობალურ ტერორიზმთან ბრძოლაში,” – თქვა მან.

გერჯიკოვის დამაზუსტებელ კითხვაზე, ვისია ყირიმი, რადევმა თქვა: “ახლა ის რუსეთის არის”.

რადევმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი ვერ იქნება ქვეყნის განვითარების მოდელი, “მაგრამ რუსეთი ვერ იქნება ჩვენი მტერი”. მისი თქმით, რუსეთთან დაკავშირებით ბევრი სპეკულაციაა, ამიტომ, ყველაზე მნიშვნელოვანი მოსკოვთან დიალოგის ძიებაა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები