თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა
თურქეთის აღმოსავლეთით, ერზრუმის პროვინციაში 5,1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.
ამის შესახებ ქვეყნის სტიქიური უბედურებების არიდების სამმართველოში განაცხადეს.
აღინიშნება, რომ მიწისქვეშა ბიძგები 6,94 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა.
მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.