“პოლიტიკური შიზოფრენია” – კარასინი აშშ-ის მიერ 2024 წელს პუტინის პრეზიდენტად არაღიარებაზე

რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო კომიტეტის ხელმძღვანელი, გრიგორი კარასინი “პოლიტიკურ შიზოფრენიას” უწოდებს ამერიკელი კონგრესმენების რეზოლუციას იმის შესახებ, რომ თუ ვლადიმერ პუტინი 2024 წელს პრეზიდენტად კენჭს ისევ იყრის, შეერთებული შტატები მას პრეზიდენტად არ აღიარებს.

„პირველად ვაწყდები ვაშინგტონის პოლიტიკური წრეების მსგავს ქმედებებს“, – განაცხადა კარასინმა და ინიციატივა შეაფასა, როგორც „პოლიტიკური შიზოფრენიის შეტევა, ანომალია შეერთებული შტატების პოლიტიკურ სისტემაში“.

კარასინი ასევე მიიჩნევს, რომ აშშ-ის კონგრესმენების ინიციატივის შესაბამისი შეფასება “ბევრი დედაქალაქიდან უნდა გაჟღერდეს”.

ფედერაციის საბჭოს კომიტეტის ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ, შედეგად, ასეთი რეზოლუცია ვერ იპოვის თავის გამოყენებას.

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატას შესაბამისი წინადადებით კონგრესმენებმა – სტივ კოენმა და ჯო უილსონმა მიმართეს.

რეზოლუციის ტექსტში ნათქვამია, რომ „პუტინი ხელისუფლებაშია საარჩევნო დარღვევების გამო და მისი ვადის გაგრძელება უკანონოა“. დოკუმენტში, 2020 წლის რუსეთის კონსტიტუციაში შეტანილ ცვლილებებს უწოდებენ „რუსეთის კანონებისა და საერთაშორისო ვალდებულებების დარღვევას“.

„პუტინის ნებისმიერ მცდელობას, დარჩეს თანამდებობაზე 2024 წლის შემდეგ, უნდა მოჰყვეს შეერთებული შტატების მხრიდან არაღიარებას“, – ნათქვამია რეზოლუციაში.

დოკუმენტის დამტკიცების შემთხვევაში, ის სარეკომენდაციო ხასიათის იქნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები