ლავროვი: რუსეთი ნატო-სა და ევროკავშირის უხეშ პროვოკაციებზე თვალს ვერ დახუჭავს

“რუსეთი თვალს არ დახუჭავს ნატო-სა და ევროკავშირის უხეშ პროვოკაციებზე, მათ შორის, არც უკრაინაში მილიტარისტული განწყობების წახალისებაზე”, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ენ ლინდესთან მოლაპარაკების შემდეგ.

„ჩვენ არ დავხუჭავთ თვალს იმ უხეშ პროვოკაციებზე, რომლებსაც ყოველდღიურად ვხედავთ ნატო-ს წევრებისა და, უფრო ხშირად, ევროკავშირის მხრიდან. მათ შორის, უკრაინაში მილიტარისტებს მხარს უბამენ, მოაწყონ რაიმე სახის სასწავლო სამხედრო მისიები, მოამზადონ უკრაინული არმია იმ ქმედებებისთვის, რომლითაც ის მუდმივად იმუქრება და აცხადებს, რომ ძალით აიღებს დონბასს, ასევე, არ სურს მინსკის შეთანხმებების შესრულება და ხელყოფს რუსეთის ყირიმს“, – განაცხადა ლავროვმა.

ლავროვის თქმით, უკრაინაში ყველა სამხედრო რიტორიკა და სამხედრო მზადება დასავლეთის არანაირ პრინციპულ შეფასებას არ იწვევს.

მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ მოსკოვი მზად არის დასავლეთთან დიალოგისთვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები