ავსტრიაში 2022 წლის პირველი თებერვლიდან ვაქცინაცია სავალდებულო გახდება

ავსტრიის კანცლერმა, ალექსანდრ შელენბერგმა გამოაცხადა, რომ 2022 წლის პირველი თებერვლიდან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია სავალდებულო იქნება.

ამის შესახებ მან პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„დღეს ჩვენ მივიღეთ ძალიან რთული გადაწყვეტილება – ძალიან სწრაფად შემოგვეღო სავალდებულო ვაქცინაცია, რომელიც ძალაში უნდა იყოს 2022 წლის პირველი თებერვლიდან“, – განაცხადა მან.

პრესკონფერენციაზე მან ასევე თქვა, რომ 22 ნოემბრიდან 13 დეკემბრამდე ქვეყანაში საერთოეროვნული “ლოქდაუნი” იმოქმედებს, რომელიც მანამდე, 15 ნოემბრიდან ძალაში მხოლოდ არავაქცინირებულთათვის იყოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები