ვახტანგ კალოიანი: გორის სამხედრო ჰოსპიტალი საკმაოდ მაღალი კლასის ჰოსპიტალია და შეიძლება ადეკვატური სამედიცინო მომსახურების მიღება

გორის სამხედრო ჰოსპიტალი საკმაოდ მაღალი კლასის ჰოსპიტალია, როგორც ტექნიკური აღჭურვილობით, ისე – კადრებით, – ამის შესახებ, ტვ „ფორმულას“ ეთერში, „ნიუ ჰოსპიტალის“ კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ვახტანგ კალოიანმა განაცხადა.

აქედან გამომდინარე, ვახტანგ კალოიანი მიიჩნევს, რომ გორის ჰოსპიტალში შეიძლება ადეკვატური სამედიცინო მომსახურების მიღება.

„გორის სამხედრო ჰოსპიტალი საკმაოდ მაღალი კლასის ჰოსპიტალია, როგორც ტექნიკური აღჭურვილობით, ისე – კადრებით. ასე რომ, მე მგონია, იმ ჰოსპიტალში შეიძლება ადექვატური სამედიცინო მომსახურების მიღება“, – განაცხადა ვახტანგ კალოიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები