ავსტრიაში 22 ნოემბრიდან საერთოეროვნული “ლოქდაუნი” ცხადდება
ავსტრიაში, მძიმე ეპიდვითარების ფონზე, 22 ნოემბრიდან საერთოეროვნული “ლოქდანი” ამოქმედდება.
ამის შესახებ ქვეყნის კანცლერმა, ალექსანდერ შელენბერგმა განაცხადა.
მისი თქმით, შეზღუდვა “მაქსიმუმ 20 დღის განმავლობაში იქნება ძალაში და ყოველი 10 დღის თავზე მოხდება ვითარების გადაფასება. შეზღუდვა, ავტომატურად, 13 დეკემბერს დასრულდება”.
ავსტრიაში 15 ნოემბრიდან მოქმედებს “ლოქდაუნი” არავაქცინირებულთათვის. ამის მიუხედავად, ვითარება უარესდება, ყოველდღიური ინფიცირების მაჩვენებლები ანტირეკორდებს ამყარებენ, ინტენსიური თერაპიის განყოფილებები გადატვირთვის ზღვარზე არიან.