გერმანიაში შესაძლოა, საერთოეროვნული “ლოქდაუნი” გამოაცხადონ

გერმანიის ჯანდაცვის მინისტრმა, იენს შპანმა არ გამორიცხა ქვეყანაში საერთოეროვნული “ლოქდაუნის” გამოცხადება.

“ისეთ ვითარებაში ვიმყოფებით, როდესაც არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება”, – თქვა მინისტრმა პრესკონფერენციაზე.

ამასთან, ქვეყნის საკანონმდებლო ორგანომ გუშინ მიიღო კანონი, რომელიც მნიშვნელოვნად ართულებს “ლოქდაუნის” გამოცხადებას.

ბოლო კვირების განმავლობაში გერმანიაში COVID-19-ის გავრცელება ყველაზე მაღალ დონეზეა მთელი პანდემიის განმავლობაში.

მაგალითად, ქვეყანაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 50 ათასზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. ამავდროულად, სიკვდილიანობა ჯერ არ აღწევს წინა ტალღების მაჩვენებელს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები