საქართველოში რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალსა და შარმ ელ-შეიხის თეატრალურ ფესტივალს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ეგვიპტეში, ქალაქ შარმ-ელ-შეიხის კულტურის სასახლეში, საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი გაიმართა. ფესტივალზე საქართველო წარადგინა ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიულმა სახელმწიფო თეატრმა თოჯინური სპექტაკლით „ფიროსმანი“.
თექვსმეტი ქვეყნის თეატრალურ დასს შორის ქართულმა სპექტაკლმა ,,ფიროსმანი“ მიიღო ჯილდო საუკეთესო სცენოგრაფიისთვის.
ამასთან, კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში, საქართველოში რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალსა და შარმ ელ-შეიხის თეატრალურ ფესტივალს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს შარმ-ელ შეიხის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის პრეზიდენტმა მაზენ ალ-ღარბავიმ და ფოთის თეატრის დირექტორმა თენგიზ ხუხიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები