პოლონეთმა ბელორუსს ულტიმატუმი წაუყენა

პოლონეთმა ბელორუსს ულტიმატუმი წაუყენა და კუზნიცაში სარკინიგზო გამშვები პუნქტის დახურვის პირობა დადო.

ამის შესახებ რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.

პოლონეთის შინაგან საქმეთა და ადმინისტრაციის მინისტრმა, მარიუშ კამინსკიმ მოუწოდა ბელორუსის სახელმწიფო სასაზღვრო კომიტეტის თავმჯდომარეს, გენერალ ანატოლი ლაპოს, კუზნიცას სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან ვითარების დასტაბილურება მოხდეს.

“თუ ამ მიმართვაზე პასუხი არ იქნება, პოლონური მხარე შეაჩერებს იქ მდებარე სარკინიგზო სასაზღვრო გამშვები პუნქტის საქმიანობას“, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები