კოვიდპანდემიის ეპიცენტრში კვლავ ცენტრალური ევროპა რჩება
კოვიდპანდემიის ეპიცენტრში კვლავ ცენტრალური ევროპა რჩება, სადაც ყოველდღიურად ვირუსის გავრცელების რეკორდულად მაღალი მაჩვენებლები ფიქსირდება. ევროპის ქვეყნები სულ უფრო ამკაცრებენ კოვიდრეგულაციებს პანდემიის გავრცელების შესაჩერებლად. გთავაზობთ ცენტრალურ ევროპაში „კოვიდ-19“-ის პანდემიის კუთხით არსებული ვითარების მოკლე შეჯამებას.
• გერმანიაში ბოლო 24 საათში 65 000-ზე მეტი შემთხვევა აღირიცხა. აღსანიშნავია, რომ მსგავსი მაღალი მაჩვენებელი გერმანიაში პანდემიის დაწყებიდან პირველად დაფიქსირდა. ქვეყანაში მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო „ბუსტერდოზები“ ყველა ზრდასრულისთვის იქნება ხელმისაწვდომი.
• ბელგიაში, საყოველთაო „ლოკდაუნის“ თავიდან ასაცილებლად, მთავრობამ „კოვიდ-19“-ის გავრცელების წინააღმდეგ ახალი რეგულაციები შემოიღო, რაც 10 წელს ზემოთ ბავშვების მიერ პირბადის სავალდებულო ტარებას გულისხმობს, ასევე – დისტანციურ მუშაობასა და სწავლებას.
• რუსეთში „კოვიდ-19“-ის ინფექციით რეკორდული რაოდენობის ადამიანი გარდაიცვალა.
• ნიდერლანდებში, მთავრობის გადაწყვეტილებით, საშობაო არდადეგები გახანგრძლივდება ბავშვებში ინფიცირების შემთხვევების შესამცირებლად.
• გერმანიის პარლამენტმა მხარი დაუჭირა ახალ კოვიდრეგულაციებს, მათ შორის რეგულაციას, რომლის მიხედვითაც სამუშაო ადგილებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში მხოლოდ ვაქცინირებული პირების დაშვება მოხდება. აღნიშნულ ინიციატივას ქვეყნის პარლამენტი ხვალ დამატებით განიხილავს. პარლამენტის ზოგიერთმა წევრმა უკვე გამოთქვა უკმაყოფილება, შეთავაზებული შეზღუდვების ამოქმედების თაობაზე.
• პოლონეთში ინფიცირებისა და ჰოსპიტალიზაციის შემთხვევებმა ბოლო 1 კვირაში 30%-ით მოიმატა.
• ხორვატიის პრეზიდენტმა ავსტრიელი კოლეგის გადაწყვეტილება, „ლოკდაუნის“ შესახებ, ფაშიზმს შეადარა.
• დიდ ბრიტანეთში კი, ევროპის სხვა ქვეყნებთან შედარებით, პანდემიის დაწყებიდან ყველაზე მაღალი სიკვდილიანობა ფიქსირდება.
წყარო: https://www.bbc.com/news/live/world-59329996