პუტინი: უკრაინის კრიზისი დასრულებისგან ჯერ კიდევ შორს არის

რუსეთის პრეზიენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, უკრაინის კრიზისი ჯერ კიდევ შორს არის დასრულებისგან.

მისივე თქმით, “ნორმანდიული ფორმატის” ფარგლებში, ძალისხმევა უნდა გაგრძელდეს.

„სხვა ალტერნატივა არ არსებობს“, – განაცხადა რუსეთის ლიდერმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ გერმანია და საფრანგეთი არ უარყოფენ მინსკის შეთანხმებების მნიშვნელობას, მაგრამ რეალურად ემორჩილებიან კიევის კურსს, რომ საკითხების დემონტაჟი მოხდეს, რასაც მოლაპარაკებები ჩიხში შეჰყავს.

„დასავლეთი დონბასში ვითარებას ამძაფრებს კიევისთვის მომაკვდინებელი იარაღის მიწოდებითა და სხვა ქმედებებით“, – თქვა პუტინმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები