პაკისტანში მოძალადეების ქიმიური კასტრაცია დაკანონდა

პაკისტანის პარლამენტმა მიიღო კანონი გაუპატიურებასთან ბრძოლის შესახებ, რომელიც მოძალადეების კასტრირების შესაძლებლობას იძლევა.

ამის შესახებ CNN წერს.

კანონი მიღებულია საპროტესტო აქციების ფონზე, ქალებისა და ბავშვების გაუპატიურების გახშირების გამო, ასევე, სექსუალური ძალადობის მსხვერპლთათვის სამართლიანობის უზრუნველყოფის მოთხოვნის ფონზე.

ასევე, ახალი კანონის მიხედვით, ჯგუფურ გაუპატიურებაში დამნაშავეებს სიკვდილით დასჯიან ან უვადო დაპატიმრება ემუქრება.

ნათქვამია, რომ მთავრობამ უნდა შექმნას სპეციალური სასამართლოები მთელი ქვეყნის მასშტაბით, რათა დააჩქაროს გაუპატიურებასთან დაკაშირებული სასამართლო პროცესები და უზრუნველყოს სექსუალური ძალადობის საქმეების “დაუყოვნებლივი განხილვა, სასურველია ოთხი თვის განმავლობაში”.

ქიმიური კასტრაცია არის წამლების გამოყენება ლიბიდოს ან სექსუალური აქტივობის შესამცირებლად. ეს არის როგ ქვეყნებში სასჯელის იურიდიული ფორმა, მაგალითად, სამხრეთ კორეაში, პოლონეთში, ჩეხეთსა და შეერთებული შტატების ზოგიერთ შტატში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები