“სირცხვილია” 19 ნოემბერს, პარლამენტთან საგარეო საქმეთა მინისტრის გამოსვლის პარალელურად, საპროტესტო აქციას გამართავს

მოძრაობა “სირცხვილია” 19 ნოემბერს, პარლამენტთან საგარეო საქმეთა მინისტრის გამოსვლის პარალელურად, საპროტესტო აქციას გამართავს.

“სირცხვილიას” მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საპროტესტო აქცია 12:00 საათზეა დაგეგმილი.

“19 ნოემბერი, 12:00 საათი – მოძრაობა “სირცხვილია” პარლამენტის უკანა შესასვლელთან, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის პარლამენტში ვიზიტის პარალელურად, საპროტესტო აქციას გამართავს.

“ქართული ოცნება” ასრულებს პუტინის რუსეთის დაკვეთას და ეტაპობრივად ცვლის ქვეყნის საგარეო კურსის მიმართულებას. მმართველი პარტიის წარმომადგენლები ღიად და უტიფრად ესხმიან თავს ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორებს. არც შეურაცხმყოფელ განცხადებებს ერიდებიან და ხშირად ადანაშაულებენ მათ ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაში. მმართველი ძალის პოლიტიკური ლიდერების მხრიდან გაჟღერებული მადისკრედიტირებელი რიტორიკა და ანტიდასავლური ნაბიჯები გვაშორებს ჩვენი საზოგადოების ისტორიულ არჩევანს, გავხდეთ ევროატლანტიკური ოჯახის წევრი ქვეყანა და გვაახლოებს რუსეთთან.

19 ნოემბერი, 15:00 საათი – სამოქალაქო მოძრაობა “სირცხვილია” უერთდება პოლიტიკური პარტიების Girchi • გირჩი – მეტი თავისუფლებისა და Droa • დროა-ს მსვლელობას, რომელიც მეტროსადგურ “უნივერსიტეტიდან” დაიწყება. მანიფესტაციის მოთხოვნები უცვლელია: მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა სამოქალაქო, მრავალპროფილურ კლინიკაში და ვადამდელი სრულად პროპორციული არჩევნები”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები