თამარ ჩარკვიანი შვეიცარიის საელჩოს მისიის ხელმძღვანელს, ქრისტიან შონენბერგერს შეხვდა

პარლამენტის უფრაქციო წევრი, თამარ ჩარკვიანი საქართველოში შვეიცარიის საელჩოს მისიის ხელმძღვანელს, ქრისტიან შონენბერგერს შეხვდა.

პარლამენტის ინფორმაციით, მხარეებმა ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე ისაუბრეს.

„რა თქმა უნდა, აღვნიშნე, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი გადასაყვანია მულტიფუნქციურ კლინიკაში და, ზოგადად, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ქვეყანაში ესკალაცია დასრულდეს”, – განაცხადა თამარ ჩარკვიანმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები