საქართველოში 8-17 ნოემბრის პერიოდში, წინა თვესთან შედარებით, 332,41%-ით მეტი პენსიონერი აიცრა
მთავრობის მიერ გაჟღერებული, ვაქცინაციის წამახალისებელი პროგრამის ფარგლებში, 60 წელს ზემოთ მოსახლეობის იმუნიზაცია გააქტიურდა.
ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემების თანახმად, 8-17 ნოემბრის პერიოდში ქვეყნის მასშტაბით 60 წელს ზემოთ ასაკის 19 290 მოქალაქე აიცრა. აღნიშნული მაჩვენებელი 29 ოქტომბრიდან 7 ნოემბრის პერიოდში ჩატარებულ აცრებზე 332,41%-ით მეტია. ამ დროის მონაკვეთში სულ 4 461 აცრა დაფიქსირდა.
შეგახსენებთ, რომ, მთავრობის ინიციატივით, 200-ლარიან ერთჯერად დანამატს მიიღებს 60 წლის და ზემოთ ასაკის ნებისმიერი პირი, რომელიც ვაქცინაციას 31 დეკემბრის ჩათვლით ჩაიტარებს, ფულადი დანამატი პირველი აცრის გაკეთების შემდეგ გაიცემა.