ბელორუსში საზღვართან მყოფ მიგრანტებს კორონავირუსი დაუდასტურდათ

ბელორუსის საზღვარზე მიგრანტებს შორის კორონავირუსი დაფიქსირდა.

გროდნოს რეგიონული აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, ვიქტორ პრანიუკის ინფორმაციით, COVID-19-ის ერთი შემთხვევა დაფიქსირდა საზღვართან ახლოს მდებარე სატრანსპორტო და ლოგისტიკურ ცენტრში.

ავადმყოფი საავადმყოფოში მოათავსეს.

პრანიუკმა ასევე აღნიშნა, რომ გროდნოს რეგიონის სატრანსპორტო და ლოჯისტიკურ ცენტრში მოეწყობა მიგრანტების ვაქცინაციის სტაციონარული სამედიცინო ცენტრი.

მისივე თქმით, დევნილებს ჩინური ვაქცინით აცრიან.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ამ დროისთვის, სატრანსპორტო-ლოგისტიკურ ცენტრში დამატებით 400 მიგრანტია ჩასახლებული, რომლებიც ადგილზე სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან გაშლილი ბანაკიდან მიიყვანეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები