“საიუველირო მაღაზიაში გახსნილი კოვიდცენტრი” – რეგულირების სააგენტომ თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში უკანონოდ გახსნილი დაწესებულებები გამოავლინა

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო პერიოდულად ახდენს კოვიდტესტირების სერვისის მიმწოდებელი დაწესებულების გადამოწმებას, მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად, – ამის შესახებ ინფორმაციას რეგულირების სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, სააგენტოს მიერ გატარებული კონტროლის ღონისძიების შედეგად გამოიკვეთა, რომ კოვიდტესტირების პუნქტი აღმაშენებლის გამზირზე, ერთ-ერთ საიუველირო მაღაზიაში იყო განთავსებული. “დაწესებულება მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული სავალდებულო შეტყობინების გარეშე ფუნქციონირებდა. რეგულირების სააგენტოს მიერ, დაწესებულების მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომელიც შემდგომი რეაგირებისთვის გადაეგზავნა სასამართლოს. მსგავსი შემთხვევები გამოიკვეთა ქალაქ რუსთავსა და ბათუმშიც”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები